ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ივანიშვილის “ტრიუკებით” და ტყუილებით დაიღალა ხალხი, ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი – თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს. მმართველი გუნდის ოპონენტი, ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც დღეს შეიკრიბნენ, ეწინააღმდეგება ეუთოს რეკომენდაციებს:

ვხედავ, ძალიან გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში პუტინის პაიკებს, როცა გავეშებული საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე. 8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს.

ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, იმიტომ, რომ თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა, ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, იმიტომ, რომ თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, იმიტომ, რომ თავად არანაირი ხედვა არ გაგაჩნიათ, სიძულვილის, ღვარძლის, შურის და ბოღმის გარდა.

8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების დასასრულს ვისმენთ ზუსტად იგივეს, რასაც ვისმენდით დეჟავუდ ქცეულ 2012 წლის საპარლამენტო სხდომებზე. ტრიალებთ უსასრულო და უსუსურ, მანკიერ წრეზე სიძულვილით და ზიზღით, რომლითაც ხალხი დაიღალა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს.

ამიტომ, თქვენი აგონიური სიძულვილის ნიაღვრის პასუხის ღირსნი დღეს აღარ ხართ. თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ხალხმა ორჯერ მოგცათ შანსი და თქვენ ეს შანსი გაუშვით სიძულვილში, ღვარძლში და ამასობაში ჩამოშალეთ სახელმწიფო, მორღვეულია აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ადამიანებს აღარ გააჩნიათ არანაირი უსაფრთხოების განცდა.

დღეს შეიკრიბეთ საგულდაგულოთ იმისათვის, რომ მიიღოთ საარჩევნო კანონმდებლობაში მიიღოთ ცვლილებები რაც სხვათაშორის ეწინააღმდეგება ეუთოს რეკომენდაციებს შეიკრიბეთ სინამდვილეში იმისათვის, რომ თვალი აუხვიოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ღიმილის მომგვრელი მიამიტობით გგონიათ, რომ ელჩი დეგნანი და სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ამ პრიმიტიულ ხრიკებს ვერ განსჭვრეტენ.

ვითომ რომ ამკაცრებთ სანქციებს, საარჩევნოდ იძულებისა და დაშინებისთვის, მე მაინტერესებს, უკვე არსებული სანქციებით რატომ არავინ დაისაჯა წინა არჩევნებზე იძულებისა და დაშინებისთვის, რატომ არ დაისაჯა გიორგი გახარია ია კერზაიას სიკვდილამდე მიყვანისთვის, რატომ არ დაისაჯა ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ დააანონსა უზარმაზარი მოსყიდვის სქემა და ამით ეცადა არჩევნების შედეგის შეცვლას. იმიტომ არ მიეცენ ეს ადამიანები პასუხისგებაში, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, დღეს საქართველოში დამნაშავეები არ ისჯებიან, იმიტომ რომ არჩევნები თავისუფალი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვად კი არ აქვს აღქმული ივანიშვილს რადგან ივანიშვილი არჩევნებს აღიქვამს როგორც მის მორიგ „ტრიუკს“, სადაც ზოგს დააშინებს, ზოგს მოისყიდის და ამით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას, იმისთვის რომ ბოლოს ისევ თვითონ გამდიდრდეს და მისი გარემოცვა, მაგრამ სიდუხჭირეში იხრჩობოდეს ხალხის უდიდესი ნაწილი. მაგრამ ამჯერზე გარწმუნებთ, რომ ივანიშვილის „ტრიუკები არ გაგივათ, იმიტომ, რომ მისი „ტრიუკები“ და ტყუილებით დაიღალა ხალხი, ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და იქნება მიხეილ სააკაშვილი,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული