spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩამორთმეული ქონებები და ქუჩაში დარჩენილი ხალხი - ხელისუფლება...

ჩამორთმეული ქონებები და ქუჩაში დარჩენილი ხალხი – ხელისუფლება დუმილის ხარჯზე მდიდრდება – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და „ქართული ოცნება“ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, 220 მილიონი ლარის ქონება ბანკების საკუთრებაში გადავიდა და ტურიზმის სექტორისა და მანქანების ექსპორტის გადასარჩენად არაფერი გამოიყოფა. 45 მილიონი ლარი, კორონავირუსის დროს, თავიანთ კომპანიებს გადაურიცხეს, კაპიკები კი – ხალხს:

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა. სამწუხაროდ, ივანიშვილის „დამსხვრეული ოცნებების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოასწოროს უმძიმესი მდგომარეობა.

ხელთ მაქვს ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება ბანკების საკუთრებაში გადავიდა, ანუ 220 მილიონი ლარი ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი და კერძო პირი, ქვეყანაში გაკოტრდა და ეს თანხა ბანკებს გადაეცა. 50 მილიონზე მეტია ეს ქონება, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ ოთხ ბანკთან მიმართებაში.

კორონავირუსის დროს, ბატონი გახარია გამოვიდა და გვითხრა, რომ სესხების პროცენტი ხალხმა აღარ უნდა გადაიხადოს, თითქოს საბანკო ქმედებები გაჩერებული იყო.

ბანკებმა 220 მილიონი ლარი საქართველოს ეკონომიკიდან ამოიღეს და თავის საკუთრებაში გადაიფორმეს. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ოფიციალური ანგარიში ხელთ მაქვს. ეს არ არის რაიმე საექსპერტო დასკვნა ან ვინმეს გამოქვეყნებული მონაცემი. ის 5 მილიარდი, რომელიც ჩვენ სესხად ავიღეთ, არავინ არ იცის სად მიემართება.

არაფერი არ გამოიყოფა ტურიზმის სექტორისა და მანქანების ექსპორტისთვის, მცირე, საშუალო ბიზნესისა და უბრალოდ კერძო პირების ქონების დასაცავად. კრიზისი არის ყველასთვის. როცა კრიზისია და სახელმწიფო აცხადებს, რომ ეხმარება ბიზნესსა და მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს დახმარება. ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ხდება, ბანკები მიდიან და ქონებას ადამიანებს ართმევენ.

ბანკებთან პრეტენზიები ვერ მექნება, ისინი ბიზნეს სუბიექტები არიან. როცა შენ ხარ ხელისუფლება, გამოდიხარ და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს იძახი – „მე ვეხმარები ხალხს“, ვსვამ კითხვას, – ეს არის თქვენი დახმარება? 220 მილიონი ლარის ქონება გადაიფორმეს ბანკებმა, ეგრედწოდებული მორატორიუმის გამოცხადებით.

ეს დასაწყისია, მესამე კვარტალი უარესი იქნება, მეოთხე კვარტალი კიდევ უარესი. მე მინდა საზოგადოებას მივმართო: ხალხნო ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს.

ამ მძიმე ვითარებაში, 45 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან მოიპარეს. უფრო მეტიც, არცერთი კაპიკი რეალურად ხალხის დასახმარებლად არ მიემართება. ამის ნათელი მაგალითია ბიზნესების გაკოტრება და ქონების ჩამორთმევა. ხალხი ქუჩაში სახლების, ბიზნესისა და სასტუმროების გარეშე რჩება, რაშიც მთელი ენერგია ჩადეს. შედეგად გვაქვს ჩამორთმეული ქონებები და ქუჩაში დარჩენილი ხალხი, ხელისუფლება კი დუმილის ხარჯზე მდიდრდება.

ყველაფერი აბსოლუტურად გაკოტრებულია, ხალხი განწირულია შიმშილისთვის. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა ქვეყანაში?

31 ოქტომბერს, ჩვენ, „დამსხვრეული ოცნებების“ მატყუარა რეჟიმი უნდა შევცვალოთ!

გამოდიან და ამბობენ, რომ ხალხია მათი მთავარი საზრუნავი. ეს არის თქვენი ხალხზე ზრუნვა?!

ნუთუ, საქართველოში კიდევ ვინმეს სჯერა ამ მატყუარა ადამიანების, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში არცერთი დაპირება არ შეასრულეს?! გამოდიან და ტელევიზიით – ერთს, რეალობაში კი – მეორეს ლაპარაკობენ. საუბრობენ თითქოს, ბიზნესს ეხმარებიან, კრედიტებზე სხვადასხვა ადამიანებს ეხმარებიან, რეალურად კი კრედიტის მფლობელებს ბანკებზე ქონების გადაფორმება უწევთ. ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაშია და ეს უსამართლობა აუცილებლად უნდა დავასრულოთ.

საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, რომლის გამოყენებისთვისაც ჩვენ გვჭირდება აღმშენებლობის გზას უნდა დავადგეთ. აქედან გამომდინარე, სრული მობილიზება გავაკეთოთ და კარგად დავინახოთ, როგორ მატყუარა ადამიანებთან გვაქვს საქმე დღეს გახარიების, ივანიშვილების და სხვათა სახით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიკა ხორავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...