spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას კატასტროფულ სამუშაო...

გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას კატასტროფულ სამუშაო პირობებს უკავშირებს

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 46 წლის მემანქანის, კობა ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ოპოზიციონერი ლიდერი ჭიათურის მაღაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს:

მწუხარებას გამოვთქვამ ჭიათურაში მომხდარი მორიგი ტრაგედიის გამო, რომელსაც 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის მორიგი შემთხვევა, რომელმაც დაგვანახა თუ როგორ ილახება ადამიანთა უფლებები და რომ მათ უსაფრთხო გარემოში არ უწევთ მუშაობა. ამ შემთხვევაში მთავარი შრომის უსაფრთხოების კანონი კი არ არის, რომელიც ისედაც მკაცრია ქვეყანაში, არამედ პრობლემა, მაღაროს მმართველ კომპანიაშია, რომელიც გარიგებულია “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობასთან. კომპანია, რომელიც ძარცვავს მთელ ჭიათურას და ერთადერთი ინტერესი გააჩნია, რაც შეიძლება ბევრი ფული გააკეთოს მარგანეცის მოპოვებაში, სანაცვლოდ კი, არ ზრუნავს შრომის უსაფრთხოებაზე და ერთი ლარის ინვესტიციასაც კი არ ახორციელებს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე და ხელისუფლებას ამ კომპანიასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი აცხადებს, რომ ასობით მილიონი ლარი ილექება კონკრეტული ადამიანის ჯიბეებში და კაპიკები იხარჯება მომუშავე პერსონალზე ხელფასის სახით:

ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს ჭიათურის მანგანუმში არსებულ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ხალხი მუშაობს. ასობით მილიონი ლარი ილექება კონკრეტული ადამიანის ჯიბეებში და კაპიკები იხარჯება მომუშავე პერსონალზე ხელფასის სახით. კატასტროფულ გარემოში უწევთ მუშაობა ჭიათურაში ადამიანებს. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში დავიცავთ თითოეული ჭიათურელის ინტერესს, ჭიათურ-მანგანუმის შემოსავლებიდან აუცილებლად წავა კონკრეტული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. აქ არსებული ფინანსური რესურსი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს. ამასთან, არცერთ კომპანიას არ ექნება უფლება დაარღვიოს კანონი და არ უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები, რაც აუცილებელია. დიდი კორუფციული სქემა, რომლითაც ხელმძღვანელობენ ჭიათურის მანგანუმში ერთხელ და სამუდამოდ დაიშლება. შემოსავლები კი ქართველი ოჯახების ბიუჯეტს შეავსებს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...