spot_img
მთავარიარჩევნები“ჩამოდის მიშა და ჩამოვიდეს: ვისაც ალტერნატივის შექმნა შეგიძლიათ...

“ჩამოდის მიშა და ჩამოვიდეს: ვისაც ალტერნატივის შექმნა შეგიძლიათ – შექმენით“ – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ვაი-ვიშის” ატეხვის ნაცვლად, პოლიტიკოსებმა ალტერნატივის შექმნასა და საქმის კეთებაზე უნდა იფიქრონ:

ჩამოდის მიშა და ჩამოვიდეს: ვისაც თავი გაქვთ, დახვდით; ვისაც ალტერნატივის შექმნა შეგიძლიათ – შექმენით; ვინც მასზე მაგარი ხართ – საქმით დაამტკიცეთ. რა ვაი-ვიშია ატეხილი: ისევ ორპოლუსიანობისკენ მიაქანებს ქვეყანასო! არა ბიჭო და, ფიანდაზად დაგეგებათ.

თქვენი გასაკვალი გზა თქვენ უნდა გაიკვალოთ, და თქვენ მისაღწევს თქვენვე უნდა მიაღწიოთ, დათმობით არავინ არაფერს დაგითმობთ. ამ არჩევნებზე რომ შანსი გაქვთ ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტიებს, მომავალში შეიძლება აღარ გქონდეთ, ჰოდა ყველამ თქვენს შანსებს მიხედეთ.

P.S. მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს არ უნდა დარეოდით. რასაც მოიგებთ, არავის გაუყოთ. ცუდი ის არის, თქვენთან ერთად საზოგადოებაც რომ ვზარალდებით,” – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...