სამშაბათი, აპრილი 29, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს არჩევნებში სასურველ შედეგს...

ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიოს – თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის სპიკერი თეონა აქუბარდია პრეზიდენტის მიერ საარჩევნო თარიღის გამოცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თარიღის დასახელების ბოლო დღემდე მიყვანა განზრახ მოხდა, რათა ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი რესურსის გამოყენება, სამართლებრივად გამართლებულად ჩათვლილიყო:

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში არჩევნების თარიღი არის განსაზღვრული, ბოლო დღემდე გაწელა პრეზიდენტმა არჩევნების გამოცხადების ოფიციალური თარიღი და ამას მხოლოდ ერთადერთი მიზნით აკეთებს, რომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული რესურსი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ.

ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ის სოციალური დაპირებები, რომლებიც შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიჩნეულიყო. მათი მთავარი ამოცანა იყო, ბოლომდე გამოეყენებინათ ადმინისტრაციული რესურსი და ეს არ ჩათვლილიყო დარღვევაში. ამასთან, სწორედ ამ მიზნით, ასევე მომხდარიყო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო პარტიების დაჯარიმება და ამის უამრავი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში,“ – აღნიშნავს თეონა აქუბარდია.

პოლიტიკურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ნოტარიუსის ფუნქცია იკისრა არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესში, რათა ამ საშუალებით ხელისუფლება მომგებიან სიტუაციაში ჩაეყენებინა, თუმცა მიუხედავად ამისა 31 ოქტომბერს არჩევნების გზით მაინც დაამარცხებენ “ქართულ ოცნებას”:

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა ფაქტობრივად, არჩევნების თარიღის გამოცხადების საქმეში ნოტარიუსის ფუნქცია იკისრა, რაც მმართველი პარტიის ინტერესი იყო. ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიოს. ადმინისტრაციული რესურსი ამოწურვადია, არ არის ამისთვის საკმარისი და ჩვენ გვჯერა, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ხალხთან ერთად, სწორედ, არჩევნების გზით,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სადაც არ უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი მან უკვე შეძლო ქართული პოლიტიკის ისტორიაში თავისი წვლილი...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით...

ცესკო: ღია წერილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ღია წერილით მიმართავს ევროპის საბჭოს...

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...