spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლელოს" ლიდერები ხელისუფლებას და პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესების დაცვისკენ...

“ლელოს” ლიდერები ხელისუფლებას და პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებენ

„ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისაგან პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების სამართლებრივი პროცედურის დაწყებას მოითხოვს. პრტიის ლიდერების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ურყევად დაადასტურებს, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად, დაუფარავად ატარებს პრო-რუსულ კურსს საქართველოში და აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც რუსეთის დუმის დეპუტატის ჩაბრძანება მომხდარა ექსპრომტად საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, რასაც მოჰყვა 20-21 ივნისის მძიმე მსხვერპლი და ტრაგიკული მოვლენები.

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკა და რიტორიკა როგორც აჭარაში, ასევე დანარჩენ საქართველოში, ხშირად ეფუძნება საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულისკვეთებასა და კონსტიტუციურ პრინციპებს. ამასთან, ახლახან ამ პარტიის ლიდერები კანონდარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდნენ; ასევე საჯარო სივრცეში გაჟღერდა ინფორმაცია პარტიის მიერ რუსული დაფინანსების მიღების თაობაზეც. რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ვერ გახდება ზერელე მსჯელობის საგანი: ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოება ფორმალურად მაინც არსებობს, ეს ინფორმაცია უნდა გახდეს ოფიციალური გამოძიების საგანი. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების ან დისკრეციის საკითხი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია!
ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის მაღალჩნოსანთა „ფეისბუქ“ პოსტები არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მთავრობასა და საპარლამნეტო გუნდს, დაიცვან სახელმწიფო ინტერესი და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნით.
თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს „ქართული ოცნება“ შექმნის ურყევ მტკიცებულებას იმისას, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს პატრიოტთა ალიანსის ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრო-რუსულ კურსს საქართველოში.
დაჟინებით მოვითხოვთ, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და იმოქმედოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და არა მეხუთე კოლონის გეგმის ფარგლებში“,- ნათქვამია „ლელოს“ ლიდერების გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებმა საზოგადოებაში ლეგიტიმური აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო სივრცეში გაჩნდა ბანერები სლოგანით: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, რომელზეც აჭარა აღნიშნული იყო წითელ ფერში, ისევე როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...