spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და დაპირებას იძლევა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს და არხის საინფორმაციო პოლიტიკის მიუკერძოებლობის შეფასების შედეგებს პერიოდულად გამოაქვეყნებს:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მოქალაქეებმა მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღონ, რაც მაუწყებლის კანონმდებლობით გათვალისწინებული და განსაზღვრული ვალდებულებაა.

პოლიტიკური პროცესების გააქტიურების ფონზე საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭო აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს.

საარჩევნო ციკლის დამთავრებამდე, საბჭო პერიოდულად გამოაქვეყნებს პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკის მიუკერძოებლობის შეფასების შედეგებს, ხოლო საარჩევნო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში საზოგადოებას გააცნობს საბოლოო შეფასებას, რომელსაც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც დაერთვება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ საარჩევნო პერიოდში მაუწყებლის საქმიანობის არგუმენტირებული შეფასება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...