პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2018 წელს სააკაშვილმა ორჯერ თქვა რომ გიორგი ვაშაძე...

“2018 წელს სააკაშვილმა ორჯერ თქვა რომ გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი, “სტრატეგია აღმეშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ხალხის აზრი ამ გადაწყვეტილებაზე საინტერესო იქნება.

ოპოზიციონერმა ლიდერმა, ასევე, გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება, როდესაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერი იქნებოდა:

მე ახლა, ამ პოლიტიკურ დროში, კრიზისიდან და ჩიხიდან გამოსვლის საპრემიერო კანდიდატად გიორგი ვაშაძეს გთავაზობთ.

რაც შეეხება სააკაშვილს, ძალიან კარგი, თუ მან საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. საინტერესოა, რა პოლიტიკურ დროს იგრძნობს ხალხი.

ვთვლი, რომ “სტრატეგია აღმაშენებელს” თავისი ამომრჩეველი ჰყავს.

სხვათაშორის, მახსოვს, 2018 წელს სააკაშვილმა ორჯერ თქვა, რომ გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. ესე იგი, ისიც ფიქრობდა რომ ვაშაძე კარგი პრემიერი იქნებოდა და დიახ, მეც ვფიქრობ, რომ გიორგი ვაშაძე ამ პოლიტიკურ რეალობაში, ამ პოლიტიკურ დროში, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა იმყოფება, ის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი იქნებოდა,“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუს დროს თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...