spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას - "იმუშავე საქართველოდან"...

ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას – “იმუშავე საქართველოდან” – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 95 ქვეყანას პროგრამას – „იმუშავე საქართველოდან“ სთავაზობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, სამუშაო ვალდებულებები საქართველოდან დისტანციურად შეასრულონ:

მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაცია, ასევე გლობალური კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს იმისათვის, რომ თავისი უფლება-მოვალეობები დისტანციურად განახორციელოს.

ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას – “იმუშავე საქართველოდან”, რაც იმას ნიშნავს, რომ 95 ქვეყნის სხვადასხვა გლობალურ კომპანიაში დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს, ჩვენ საქართველოში ვეპატიჟებით და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, ვთავაზობთ, საქართველოდან თავიანთი სამუშაო ვალდებულებები დისტანციურად შეასრულონ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა უსაფრთხო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ასევე, კომფორტულიც. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge-ზე და ამ პროგრამით სარგებლობა ყველას შეუძლია.

დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
მარიკა ხორავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...