პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი...

“იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს დაშვებული მძიმე შეცდომებისთვის და იმის გამოც, რაც ბოლომდე ვერ განახორციელა, ბოდიში მოუხადა.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვის ბოლოს აღნიშნავს, რომ ბრუნდება საქართველოში:

უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად.

ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები… და შეცდომები, რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში.

ამავე დროს მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ.

ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...