spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიზაზა სარალიძე: "საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას...

ზაზა სარალიძე: “საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან”

შვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე, თავის უფლებადამცველებთან ერთად,  შეხვდა საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს და აღნიშნული საქმის პროკურორებს. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძემ გააკეთა განცხადება, რა დროსაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით:

“საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა ფაქტია პასუხიც ვერ მივიღე, იქიდან გამომდინარე და ისევ და ისევ ვადასტურებ იმას, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ გენერალურ პროკურორამდე. შეხვედრას ესწრებოდნე საქმის პროკურორებიც, რომელთაც გარკვეული კითხვები დავუსვი, თუმცა სამწუხაროდ მათზე ვერ მივიღე პასუხები”.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შალვა თავდუმაძესთან წინა შეხვედრების შემდეგ არაფერი სიახლე არაა.

არაფერი არაა შეცვლილი, ფაქტიურად, წინა შეხვედრის შემდეგ, იქედან გამომდინარე, რომ ფაქტია საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შვილმოკლული მამის განცხადებით, იგი ბოლომდე იბრძოლებს, სანამ არ იქნებიან დასჯილები როგორც მისი შვილის მკვლელები, ასევე საქმის გამყალბებლები.

ზაზა სარალიძემ ასევე გაიხსენა საუბრის ის მომენტი, როცა გამოყოფილი საქმის პროკურორი გაოცდა, რომ “კონკრეტული ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, მე არ მაქვსო“. ზაზა სარალიძე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აჟღერებ, თუ რა ინფორმაციაზეა საუბარი.

შეხვედრა დასრულდა იმ შეთანხმებით, რომ ზაზა სარალიძე ისევ შეხვდება გენერალურ პროკურორს სააპელაციო სასამართლოზე საქმის განხილვის დასრულების შემდეგ.

შვილმოკლული მამის უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ თავის მხრივ აღნიშნა, თუ რა იყო მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაზე:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორისაგან ჩვენ მიმართ იყო შემოთავაზება, რომ ჩვენთვის სასურველ ფორმატში მოხდეს საქმის გაცნობა. ჩვენ ვგულისხმობთ გამოყოფილ საქმეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე ჩვენ მიერ მათთვის მიწოდებული იქნება ის, თუ როგორ ვუყურებთ, ამ საქმეს და საგამოძიებო საქმიანობის დამატებით ჩატარებას, აღნიშნულ საქმეში. ჩვენ მივიღეთ ეს შემოთავაზება და ორშაბათიდან შევუდგებით ამ ფორმატში საქმის გაცნობას“.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რადგანაც გვეძლევა საშუალება დავაფიქსიროთ ის დარღვევებიც, რასაც საქმის გამოძიების პროცესში ჰქონდა ადგილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...