spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიყველა პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სანიაღვრე სისტემების მოწყობა -...

ყველა პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სანიაღვრე სისტემების მოწყობა – კახა კალაძე

თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა.

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს სანიაღვრე სისტემა, რადგან სანიაღვრე ცხაურები ნაგვით არ გადაივსოს:

მეც მაქვს ასევე ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს, რომ ნაგვით გადავსება არ მოხდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანის მიკრორაიონებში შემავალი ქუჩების პროექტირება და სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება უნდა მოხდეს, რათა სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და თუ არსებობს, მოძველებულია და მათი გამტარუნარიანობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების განხორციელება ამ ქუჩებზე ეტაპობრივად. სანიაღვრე სისტემა არ არსებობს ამ ქუჩაზე, რაც ნალექი მოდის ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩაზე ჩამოდის.

ეზოებშიც სრული კატასტროფა გვაქვს. შესაბამისად, გამგეობასაც მინდა დავავალო ყველა პროექტის განხორციელებისას სანიაღვრე სისტემების მოწყობა, მოწესრიგება, რომ ეზოები არ დაიტბოროს.

სწრაფად უნდა დაიწყოთ მოკვლევა და ნახოთ, ორივე ცენტრალური ქუჩაზე სად არის დაზიანება. ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურიც დაიწყებს მოკვლევას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩაზე ახალრეაბილიტირებულ საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ავტორი
მარიკა ხორავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...