შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება იწოდებოდეს სახელმწიფოდ, როცა...

“სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება იწოდებოდეს სახელმწიფოდ, როცა მას ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე გარანტია აქვს” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შატილში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და ხალხს ჰპირდება, რომ არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ მიუდგომელ წერტილში სამედიცინო დახმარების გამოძახება შესაძლებელი 10-15 წუთში იქნება:

შატილის ტრაგედია, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამწუხაროდ, ისევ და ისევ შედეგია იმ ხელისუფლების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობისა, რომლის მილიარდერმა ლიდერმა და 50-მა პარლამენტში წამოსკუპებულმა მილიონერმა დეპუტატმა არ გამონახა იმის საშუალება, რომ კლდის თავზე გამავალი გზების გვერდზე ჯებირი მაინც გაეკეთებინა.

რაც მთავარია, რეჟიმმა 20 წლის უკან, ჩვენ მიერ აღდგენილი სასწრაფო სამედიცინო სისტემა ჩამოშალა და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო ბრიგადის გამოძახებას 2 საათი დასჭირდა, რის შედეგადაც მსხვერპლი კატასტროფულ მასშტაბამდე გაიზარდა. სასწრაფო რომ ცოტა ადრე მისულიყო, ტურისტთა ნახევარის გადარჩენა მაინც მოხერხდებოდა.

31 ოქტომბრის შემდეგ, ვაცხადებ ქვეყნიერების გასაგონად, სასწრაფო დახმარების სისტემა განახლდება, უახლოესი მოდიფიკაციის საშუალებები შემოტანილი იქნება, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს შტატები დაემატება, სამედიცინო პუნქტები გაიხსნება და ყველა მიუდგომელ ადგილას ექიმის მისვლა 10-15 წუთში იქნება შესაძლებელი,

სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, იწოდებოდეს სახელმწიფოდ, როცა მას ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებაზე გარანტია ექნება. სხვა შემთხვევაში, ის გახლავთ წამებისა და ადამიანთა წვალების მანქანა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაშია განსახიერებული,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა” –...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან სანიკიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...