კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებით დინამიკას მივაღწიეთ -...

ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებით დინამიკას მივაღწიეთ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის ტრაგედიისას დაშავებული პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. აგრეთვე, ლევან რატიანის თქმით, ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, პაციენტებთან აღინიშნება დადებითი დინამიკა და სტაბილურობა:

იცით, რომ ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და გამოკვლევა. კლინიკურად დაისვა დიაგნოზები სამივესთან იდენტური – ეს არის პოლიტრავმის შედეგად განვითარებული ტრავმულ-გემორაგიული შოკი, ძილიანობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.

ორ პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია. აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილური.

ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, პაციენტებთან დადებით დინამიკას მივაღწიეთ. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, არც ერთთან ამ ეტაპამდე, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც მათ უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ შეექმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“იმ დიდი სტრატეგოსების თავში ჩამახედა, გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – ნინო ჯანგირაშვილი

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...