spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენი პროკურატურა არის საბჭოთა პროკურატურა, რომელსაც ყველაფრის უფლება...

“ჩვენი პროკურატურა არის საბჭოთა პროკურატურა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუნდის წევრებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეები სხვადასხვა თემებზე მსჯელობდნენ. ერთ-ერთი მსჯელობის საგანი საგამოძიებო და სასამართლო სისტემების გაუმართავი მუშაობა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისას სხვადასხვა შტოებს შორის კონკურენციის არარსებობა იყო. გიორგი ვაშაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში ამერიკის მსგავსი საგამოძიებო სისტემათა მოდელი დამკვიდრდეს:

რას ფიქრობთ, რომ ტიპური ამერიკული მოდელი ბაზისად ავიღოთ და ქართულ რეალობას მოვარგოთ?

ამერიკულ მოდელში მომწონს ის, რომ:

1. საპატრულო პოლიციას, ფაქტობრივად, თვითმმართველობის ფუნქცია აქვს. ეს არ არის საერთო ეროვნული ცენტრალიზებული ფუნქცია, ვგულისხმობ პატრულირებას. არსებობს არჩევითი შერიფების ინსტიტუციაც, რომელსაც კონკრეტულ რაიონში პირდაპირ ირჩევენ. ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი.

2. ფედერალური გამოძიების ბიურო მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძვის. რა თქმა უნდა, ამ ინსტიტუციის ჩამოყალიბება დრომ მოიტანა, რადგან მხოლოდ ლოკალური პოლიციელები და შერიფები საკმარისი არ იყვნენ იმისათვის, რომ ქალაქებს შორის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელი ყოფილიყო.

კონკურენცია ძალიან კარგია, მაგრამ დღეს საქართველოში კრიმინალთან ბრძოლის სხვადასხვა შტოებს შორის კონკურენცია არ არის. ყველა ემორჩილება ერთ მინისტრს. თუ ჩვენ ამას გავყოფთ და კონკურენციას პატრულისგან ანუ ადგილობრივი პოლიციისგან შევუქმნით საგამოძიებო ბიუროს და პირიქით, რა თქმა უნდა, ვინ უკეთ იბრძვის კრიმინალის წინააღმდეგ, გამოჩნდება.

გარდა ამისა, ამერიკაში არსებობს სპეციფიური მიმართულებები, მაგალითად, ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რადგან ლათინოამერიკაში ნარკოტრაფიკი დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ამ მოდელისკენ რომ წავიდეთ, ჩვენ გვაქვს პროკურატურის საკითხი სერიოზულად გადასამუშავებელი, რადგან ჩვენი პროკურატურა საბჭოთა პროკურატურაა, რომელსაც აქვს ყველაფრის უფლება, გამოძიების, გამოძიებაზე ზედამხედველობის და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება. მას შეუძლია სამართალდამცავ უწყებას, რომელიც საქმეს იძიებს უთხრას, რომ ის აღარ გამოიძიებს ამ საქმეს და თავად გამოიძიოს.

რატომ არ არის ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთი კორუფციული საქმე გამოძიებული?! იმიტომ რომ თუ პროკურორი გაფარებს ხელს, საქმე დამთავრებულია! პროკურორთან კონკურენციაში ვერავინ შევა. აქ ხომ მხოლოდ ქუჩის კრიმინალზე და მკვლელობებზე არ არის საუბარი. სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე საუკუნის ძარცვაა. 70 მილიონი უცხოეთში ანგარიშზე გადარიცხეს და მორჩა, ეს თანხა დაიკარგა, გამოძიება კი არ ხდება.

ჩემი შემოთავაზებაა, ავიღოთ ამერიკული მოდელი, რომელშიც ჩემთვის მისაღებია რამდენიმე პრინციპი: დამოუკიდებელი სამართალდამცავი ინსტიტუციები, რომლებიც კონკურენციაში არიან ერთმანეთთან იმაზე, ვინ უკეთ იძიებს კორუფციულ საქმეებს, ვინ უკეთ ებრძვის კრიმინალს და არ არიან ერთ ვერტიკალში მოქცეულნი. ერთია, ცენტრი გაიყოს და კონკურენცია შეიქმნას და მეორე, ადგილზე დეცენტრალიზება მოვახდინოთ,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...