შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებივინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა,...

ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში პასუხისმგებლობა ეკისრება – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი თერჯოლაში არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე  მიყვანის ფაქტზე მამის  დაკავებას გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოში ბავშვები ძალადობის პირისპირ მარტონი არიან და აღნიშნავს, რომ იმ პირს, რომელმაც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება.

ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან:

მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით;

არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს;

სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა;

ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას;

არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა;

არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება;

და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში“, – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში სამართალდამცავებმა  11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით,  მამა დააკავეს.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...