ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

თერჯოლაში 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა

სუიციდის შემთხვევა მოხდა თერჯოლის მუნიციპლიტეტში. 11 წლის მოზარდმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილის მამა ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ოჯახის წევრებს ხშირად სცემდა, რის გამოც მის სახელზე რამდენიმე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაციით მამამ შვილზე სიუციდამდე რამდენიმე საათით ადრეც იძალადა.

49 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უკვე დააკავეს. ბრალდებულს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული