spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირატომ მალავს მერია უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობას?!...

რატომ მალავს მერია უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობას?! – თეონა ჭალიძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა სიების ფოტოებს ასაჯაროვებს და თბილისის მერიას მიმართავს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, დღითიდღე მძიმდება ათასობით ადამიანის მდგომარეობა, რომლებზეც მერია არ ზრუნავს:

რატომ მალავს მერია უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობას?!

პასუხი მარტივია: იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო გაღარიბებულ მოქალაქეებზე იზრუნონ, მალავენ საჯარო ინფორმაციას და ჰგონიათ, პრობლემა გადაჭრეს.

ფაქტია, ათასობით ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურ საარსებო საკვებს სასადილოებში ითხოვენ და რიგში დგანან. მომლოდინეთა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი და იმის ნაცვლად, რომ კალაძემ ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მოქალაქეების შიმშილს ებრძოლოს, ძვირადღირებული ნაგვის ურნების ყურებით ტკბება.

ცნობისთვის, ამჟამად უფასო სასადილოებს 41 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს. მეორე საკითხია საჭმლის ხარისხი ამ სასადილოებში, მაგრამ რაცაა, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ისიც კი სანატრელი გაუხდათ,“ – წერს თეონა ჭალიძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...