ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირუსეთის ფედერაციასთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია - გიორგი...

რუსეთის ფედერაციასთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერციასთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია. გიორგი გახარიამ, ასევე განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული:

რუსეთის ფედერაციასთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია, ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე – საქართველოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ურთიერთობასა და მიმოსვლის აღდგენაზე კომენტარი გაზეთ „Труд“-თან ინტერვიუში გააკეთა:

ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება. ყურადღებით ვაკვირდებით თავად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ველოდებით საერთო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზებას რეგიონსა და მსოფლიოში, რათა მოხდეს მიმოსვლის აღდგენა.

რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა ქართველებთან  მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ასწლეულებს ითვლის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ შორის არსებულ გაუგებრობას მალე მოეღება ბოლო და ურთიერთობის აღდგენა ორივე მხარის ინტერესებში იქნება,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...