პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა და მიგვაჩნია,...

“ქართული ოცნების” პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა და მიგვაჩნია, რომ საქართველომ  რუსეთს  მცოცავი ოკუპაციისთვის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში შელახვისთვის მაღალი პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს – თეონა აქუბარდია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საკითხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი ეხმაურება.

თეონა აქუბარდიას თქმით,  აღნიშნული ქმედება, რუსეთის მხრიდან, აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი  გამოვლინებაა და საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას მაღალი პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა აღნიშნულ საქმეში აქტიურად ჩაერთონ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოხდეს.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილისთვის  სრულიად აბსურდული ბრალდებით პატიმრობის მისჯა კიდევ ეთი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ უპირისპირდება რუსეთი საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს.

სამწუხაროდ, დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ზაზა გახელაძეც, რომელსაც  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  ჯერ ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოუწოდებს რუსეთს,  უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი გათავისუფლების საქმეში აქტიურად ჩაერთონ.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ  რუსეთს მცოცავი ოკუპაციისთვის და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისთვის მაღალი  პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს.

„ქართული ოცნების“  პოლიტიკამ  რუსეთთან დაკავშირებით, სრული ფიასკო განიცადა. მეტიც, სამწუხაროდ, საქართველოს დღეს არ გააჩნია არც განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი მომატებულ საფრთხეებთან  და რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად.

იმისთვის, რომ საქართველომ რუსული აგრესიისგან ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი ხალხის დაცვა უზრუნველყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია შეიქმნას და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 31 ოქტომბრის შემდეგ, ეროვნული თანხმობის საფუძველზე ყველაფერს გავაკეთებთ ამის შესაქმნელად“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...