პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმტრების ძიებით კი არა მოკავშირეების ძიებით უნდა დაკავდეთ...

მტრების ძიებით კი არა მოკავშირეების ძიებით უნდა დაკავდეთ – პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ეხმიანება. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი ლიდერები მოკავშირე ოპოზიციური პარტიების ცილისწამებითა და მათ რიგებში მტრების ძიებით არიან დაკავებულნი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია:

დასანანი და გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“  ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის მოტივი და მიზანი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალები და რესურსი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიგვემართა, ისინი მოკავშირეების მტრად ქცევით არიან დაკავებულნი.

ამის სამწუხარო მაგალითია ხატია დეკანოიძე, რომელსაც შეეძლო წარმატებით ესაუბრა „ქართული ოცნების“ პირობებში ჩავარდნილი სამართალდამცავი სისტემის რეფორმაზე, დეპოლიტიზირებულ პოლიციაზე, საგამოძიებო სისტემაზე  და კრიმინალის ზრდაზე. 

ის კი სამი დღეა ეთერიდან ეთერში დადის და დაკავებულია სიცრუის ტირაჟირებით და აბსურდული ბრალდებებით გიორგი ვაშაძისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიმართ.

სად ეძებთ მეგობრებო მტრებს? ნუთუ ზედიზედ  7 არჩევნებში  დამარცხება იმის ფიქრის საფუძველს არ იძლევა, რომ  მტრების ძიებით კი არა, მოკავშირეების ძებნით უნდა დავკავდეთ?!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...