spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაეროპორტებში ჩატარდება მგზავრთა ნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება -...

აეროპორტებში ჩატარდება მგზავრთა ნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება – მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კარგი და პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ტურისტების რაოდენობის ნაკადის ზრდის მიმართულებით.

ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე , ასევე განმარტა, რომ აეროპორტებში ჩატარდება მგზავრთა ნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება, სადაც მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მიერ, რომ ტესტირების ჩატარება კომფორტული იყოს ყველასათვის, ვინც საქართველოში შემოვა. ასევე აღნიშნა, რომ ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა:

კარგი და პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება ტურისტების ნაკადის ზრდა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე. შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადავწყვიტეთ, რომ მეტი კონცენტრირება იქნება, ისეთ საკურორტო სივრცეზე, როგორიც არის შავიზღვისპირეთი.

ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე სერვისის მიწოდებაში. მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ჩვენგანი მეტად ვიქნებით დაცული.

ასევე ეს იქნება მეტად ხელშემწყობი შიდა ტურისტული ნაკადის გაზრდისათვის. 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა დააგენერირა 2 200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში შემოსულია 1 236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთა ნაკადის 56 პროცენტს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური რიცხვია.

ბუნებრივია, ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია, თუმცა, ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია.

აღნიშნულ ციფრში მოიაზრება ყველა ის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აღნიშნული ქვეყნების ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ან გრძელვადიანი ბინადრობის უფლება.

თუმცა შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ, რომ 90-%-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. აეროპორტებში მიმდინარეობს მგზავრთა ნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მიერ, რომ ტესტირების ჩატარება კომფორტული იყოს ყველასათვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. ტესტირების ჩატარების საფუძველზე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ამ ეტაპისთვის ყველა ტესტის ნიმუში არის კოვიდ ნეგატიური, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან პოზიტიურად შევხედოთ მომდევნო პერიოდს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული