შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაპროტესტო მოძრაობამესამე გარდაცვლილი: ლუკაშენკოს რეჟიმს ახალი მსხვერპლი ჰყავს

მესამე გარდაცვლილი: ლუკაშენკოს რეჟიმს ახალი მსხვერპლი ჰყავს

მინსკში, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას 19 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ბელორუსული ამბები” ავრცელებს. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ასახელებენ ვერსიას, რომ მოზარდი სპეცრაზმელს გაურბოდა რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. ბელარუსში გამართულ დემონსტრაციებს პირველი მსხვერპლი 11 აგვისტოს მოჰყვა, როდესაც სპეცრაზმსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მეორე ადამიანი 13 აგვისტოს გარდაიცვალა, ის ქალაქ გომელში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა პოლიციის მიერ მომიტინგეების დაკავების დროს დაიღუპა. მან რამდენიმე საათი ჩაკეტილ მანქანაში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი სახალხო პროტესტი ბელარუსში 9 აგვისტოდან უწყვეტად მიმდინარეობს.

მოქალაქეები არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებენ და უნდობლობას უცხადებენ “ცესკოს”, რომლის მონაცემების თანახმადაც, ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...