შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოვუწოდებთ მმართველ პარტიას არ გამოიყენოს ძალადობის მეთოდები -...

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას არ გამოიყენოს ძალადობის მეთოდები – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სათაო ოფისის ფასადის დაზიანებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე სერგო ჩიხლაძემ მოუწოდა მმართველ პარტიას, არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და დაუშვებელია ყველანაირი ვანდალიზმისა და ძალადობის გამოვლინება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, რათა ყოველგვარი სპეკულაცია თავიდან იქნას არიდებული. ჩიხლაძე ასევე განმარტავს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მომხდარი ფაქტი უკავშირდებოდეს მმართველ გუნდს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სათაო ოფისი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, გარე ფასადი და ბანერები დაზიანებულია, რომ არა ჩვენი ოფისის დაცვის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება, ზიანი გაცილებით მეტი შეიძლება ყოფილიყო.

გასაგებია, რომ შევდივართ წინასაარჩევნო კამპანიაში და მატულობს დაძაბულობა, ამიტომ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და დაუშვებელია ყველანაირი ვანდალიზმი და ძალადობა.

ჩვენ წინა არჩევნების შემთხვევაშიც ხშირად ვიყავით მოწმე სხვადასხვა ძალადობრივი აქტებისა და თითქმის ეს ყოველთვის მმართველი პარტიის მხრიდან მომდინარეობდა, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას არ გამოიყენოს ძალადობის მეთოდები და ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც უკვე ინფორმირებულები არიან ამ შემთხვევის შესახებ, სწრაფად და დროულად მოახდინონ რეაგირება, რათა შემდეგი ორი თვის განმავლობაში არ მოხდეს მსგავსი შემთხვევები.

ფაქტია, რომ ეს ვანდალიზმის აქტი და ძალადობის გამოვლინება, რაც განხორციელდა ჩვენი პარტიის ოფისის წინააღმდეგ დროში ემთხვევა იმ აქტიურობას, მზარდ რეიტინგსა და პოპულარობას, რაც გიორგი ვაშაძესა და „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამის უკან შესაძლებელია იდგეს მმართველი პარტია და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ და იპოვნონ მოძალადეები, რომ ნებისმიერი სპეკულაცია თავიდან ავირიდოთ.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დროში ემთხვევა გუშინ ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტების მშვიდობიან პროტესტს რუსთავში უმრავლესობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს რუსთაველებს.

მართლაც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის პრეზენტაციაზე ჩვენი ახალგაზრდები ცდილობდნენ კითხვების დასმას მთავრობის მეთაურთან, იგივე კორუფციასთან დაკავშირებით, კორონავირუსის პერიოდში ჩაწყობილ ტენდერებთან დაკავშირებით და მათზეც იყო პოლიციის მხრიდან უხეში ზემოქმედება და ძალადობის მომენტებიც და ამას უკვე რამდენიმე საათში თან სდევს ჩვენი ოფისის დაზიანება, რაც ასევე ძალიან გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს იწვევს ხომ არ იყო ეს ფაქტი გარკვეულ წილად შურისძიება გუშინდელ ღონისძიებაზე გამართული პროტესტისა, რომ მათი ეს პომპეზური შეხვედრა, არც ისე პომპეზურად წარიმართა ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტების ჩარევის გამო,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სათაო ოფისის ბანერი და ფასადია დაზიანებული, ვანდალიზმის ფაქტი ორმა ახალგაზრდამ ჩაიდინა, თუმცა მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...