ორშაბათი, მაისი 6, 2024

ოპოზიციური ძალების საერთო კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

ოპოზიციურმა პარტიებმა დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალების საერთო კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე იქნება:

ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ: ის მაინც მოხდა – ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით, სრულად და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს.

საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან, – ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. დარწმუნებული ვართ, რომ მას იქ გამარჯვება ელოდება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება ბატონი ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც ყოველთვის ვართ მოხიბლულნი,”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ეს ფაქტი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა და დღეს უკვე თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმება მიღწეულია.

აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები თვეზე მეტი მიმდინარეობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატები იქნებიან:
🔻დიდუბე / ჩუღურეთი – ზურაბ ჯაფარიძე
🔻საბურთალო – ირაკლი ოქრუაშვილი
🔻ვაკე – ელენე ხოშტარია
🔻მთაწმინდა / კრწანისი – შალვა შავგულიძე
🔻გლდანი – ნიკა მელია
🔻ისანი – გიორგი ვაშაძე
🔻სამგორი – ლევან ხაბეიშვილი
🔻ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული