ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“Bauhaus Bar”-ის​ გაუჩინარებული თანამშრომლების, ბაია ბერუაშვილისა და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მდინარე მტკვარში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „Bauhaus Bar”-ის​ გაუჩინარებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამ დროისათვის ორივე გაუჩინარებულის ცხედარი „Bauhaus Bar”-ის​ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარშია ნაპოვნი. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული