ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების...

“სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება” – გიგი უგულავა

“ევოპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენებაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების ჩაშლაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმებისა და პროდასავლური ოპოზიციისადმი კონკრეტული შეთავაზებების შესახებ წერს:

სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება. დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, “ერთპარტიულ გამარჯვებაზე” (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აიღჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ – ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია. დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს. ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის

ენმ-ს მხარდაჭერა ნიშნავს მ. სააკაშვილის მესამე ვადას

ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს ევროპულ კოალიციის პირველ ვადას.

ნიშნავს არსებით სიახლეს, 30-წლიანი მოჯადოვებული წრის გარღვევას, სამთავრობო ბატონ-ყმობის ერთხელ და სამუდამოდ გადაგდებას. მე მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია რატომ არ ვიღებთ თქვენს წინადადებას. მოდით ნუ ვიქნებით კომიკურები, სასაცილოა არდაჭერილი დათვის გატყავება. ჯერ საქართველო, ჯერ გამარჯვება და შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ნამდვილად არ ვისურვებდი რომ ენმ არჩევნების მეორე დღეს საკუთარი შეცდომის მძევალი აღმოჩნდეს. მანამდე ვაჩვენოთ ამომრჩეველს მაგალითი, რომ შეგვიძლია შეთანხმება მართმსაჯულების საკითხებზე, რომ ნაფიცი მსაჯულების სრულფასოვანი დამკვიდრება მოხდეს, გადასახადების შემცირებაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების/საძოვრების/ქონების ხალხისთვის გადაცემის სწორ და სამართლიან ფორმებზე. ვიმსჯელოთ კოალიცია რას გააკეთებს პირველ ას დღეში. მოდით თქვენი წინადადებებით, ჩვენ ჩვენით, სხვებსაც თავისი ექნებათ. ასე დისკუსიით დგება ერთობა, კოალიცია, რაც მოიტანს წარმატებას, განვითარებას თავისუფლებას.

პ.ს. სრულიად გაუგონარია საკითხის ასე დაყენება – თქვენს მაჟორიტარებს ჩვენი ხმები არ უნდათ?! უნდათ მხარდაჭერა ივანიშვილის მანქურთების წინააღმდეგ, ისევე როგორც თქვენ გჭირდეგათ ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთანავე, არცერთ მაჟორიტარულ შეთანხმებაში ეს [პრემიერობის] საკითხი არც კი დასმულა, არათუ განხილულა. ერთიანი მაჟორიტარები ივანიშვილზე გამარჯვებისთვისაა საჭირო რაც ჩვენი საერთო ამოცანაა. ამ თემას თავიდან აღარ გავხსნი. და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ✌️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...

“ბაჩიაშვილი იმაზე უფრო მოხერხებული და ყოჩაღი ტიპი ყოფილა, ვიდრე მეგონა” – ალეკო ელისაშვილი

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ტვ პირველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...