პარასკევი, მარტი 14, 2025
15.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდღესდღეობით უალტერნატივოა გიორგი ვაშაძე, რომელსაც უნარი შესწევს ჩიხიდან...

დღესდღეობით უალტერნატივოა გიორგი ვაშაძე, რომელსაც უნარი შესწევს ჩიხიდან და კრიზისიდან გამოიყვანოს ქვეყანა – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სამეგრელოში, ხობში მოსახლეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისა და გიორგი ვაშაძის წარმატებულ პროექტებზე ესაუბრება. როგორც თაკო ჩარკვიანი განმარტავს, მან საზოგადოებას შესთავაზა არა დაპირება, არამედ ადამიანი, რომელსაც პირველი პირის ბერკეტი ხელში არ ჰქონდა, არცერთ ქვეყანაში, თუმცა მაინც მოახერხა სახელმწიფო ვეებერთელა რეფორმებისა და ინსტიტუციების შექმნა:

დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისთვის. რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვარ. ჩემი სიცოცხლის მანძილზე არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც პასუხისმგებლობა ამიღია. 2 წელია, რაც სამუშაო რეჟიმში გავიცანი გიორგი ვაშაძე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს. როგორც კი ქალაქგარეთ გავიდოდით ყველა, რაღაცაზე საუბრობდა, გიორგი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამბობდა “აუ, ქალბატონო თაკო, აზრზე ხართ აქ რას გავაკეთებდი? აუ აქ რა საწარმოს გავაკეთებდი. წარმოგიდგენია, აქ რა პროექტს გავაკეთებდი”. ორი წელია მე მსგავსი არავისგან, არასოდეს მომისმენია.

იცით, ჩემთვის დავიწყე დაკვირვება და სიმართლე გითხრათ მეც ვღელავდი, ამდენჯერ მოვტყუებულვართ. ამჯერად მე არჩევანი იმ ადამიანზე შევაჩერე, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს 21-ე საუკუნის ინოვაციური პროექტი. მივცეთ ამ ადამიანს უფლება, რომ ყველა ქალაქში განახორციელოს პროექტები, ამისთვის, სახელმწიფო ბერკეტია საჭირო.

რამდენჯერმე მოვისმინე ასეთი – რა, პრემიერობა უნდა? ის არის 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი, რომელიც სთავაზობს ხალხს, პერსონას მოსამსახურედ, როგორც დასავლეთშია. დღესდღეობით უალტერნატივო ადამიანია, რომელსაც უნარი შესწევს ჩიხიდან და კრიზისიდან გამოიყვანოს ქვეყანა. ეს ადამიანი მოდის კორუფციის ერთ დღეში აღმოსაფხვრელად. დღეს საქართველოში, უკვე დადებული აქვს მსოფლიო მასშტაბის პროექტი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. წარმოიდგინეთ როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული ამ ადამიანის ნიჭში, წესიერებაში და შესაძლებლობაში, რომ მთელი არსებით წარვადგინო.

სულ მეკითხებიან, რატომ ასე ადრეო და არადა ადრე არ არის. მსურს, რომ ხალხი ჩართული იყოს ამ ყველაფერში. მე არ შემოგთავაზეთ თქვენ დაპირება, არამედ შემოგთავაზეთ ადამიანი, რომელსაც პირველი პირის ბერკეტი ხელში არ ჰქონდა, არცერთ ქვეყანაში, თუმცა მაინც მოახერხა სახელმწიფო ვეებერთელა რეფორმებისა და ინსტიტუციების შექმნა,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

“ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...