ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმინდა მივმართო გახარიას და ვკითხო, ვერც ერთი ადამიანი...

მინდა მივმართო გახარიას და ვკითხო, ვერც ერთი ადამიანი თავის ქვეყანაში რომ მომავალსა და პერსპექტივას ვერ ხედავს, ეს არის ხალხზე ზრუნვა?! – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, გუნდთან ერთად, სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და გააცნო სტრატეგია, რომელიც გიორგი ვაშაძის თქმით, სამუშაო ადგილებს შექმნის, ყველა ოჯახს შემოსავალს, ქვეყანას კი გამარჯვებას მოუტანს:

ჩვენ დავადექით აღმშენებლობის გზას. ეს არის იდეა, რომელსაც ვთავაზობთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის იდეა, რომელმაც ყველა უნდა გააერთიანოს. ეს არის იდეა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში სიღარიბე უნდა დაამარცხოს.

დღეს ჩვენი ქვეყანა მართლაც უმძიმეს ვითარებაშია, ამაზე საშინელი გაჭირვება მიუთითებს. მილიონზე მეტი ადამიანი მშიერია, პენსიონერს პენსია აღარ ყოფნის ელემენტარულად, წამლის საყიდლად და ბანკიდან სესხების აღება საშინელ პროცენტში უწევს. გუშინ ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე მათი მთავარი საზრუნავი ხალხია. მე მინდა მივმართო მას და ვკითხო, ეს არის ხალხზე ზრუნვა?! ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, ეს არის ხალხზე ზრუნვა?! ვერც ერთი ადამიანი თავის ქვეყანაში მომავალსა და პერსპექტივას ვერ ხედავს, ეს არის ხალხზე ზრუნვა?! კორონავირუსის პერიოდში 45 მილიონი ჯიბეში ჩაიდეთ, თქვენს კომპანიებს გადაურიცხეთ და კაპიკებს დაპირდით ხალხს და ეს კაპიკებიც კი ვერ მიიღო საქართველოს ყველა მოქალაქემ, ეს არის ხალხზე ზრუნვა?! არა, ეს არის უსამართლობა, რომელიც ყველამ ერთიანი ძალებით 31 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ!

ჩვენს გუნდს ქვეყნის განვითარების ძალიან კონკრეტული სტრატეგია აქვს შექმნილი, რომელსაც „აღმშენებლობის სტრატეგია“ ჰქვია. ეს არის სტრატეგია, რომელიც ყველა ოჯახს კონკრეტულ შემოსავალს მოუტანს. ეს არის სტრატეგია, რომელიც საქართველოში შექმნის სამუშაო ადგილებს და შრომისუნარიან ხალხს ორი კაპიკის საშოვნელად ევროპასა და სხვა ქვეყნებში წასვლა აღარ მოუწევს. ეს არის სტრატეგია, რომელიც აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. გამარჯვებული იქნება ჩვენი ქვეყანა, როცა საქართველოში იქნება ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი და ერთიანი საქართველო. ეს არის მთავარი იდეა.

ხობის რაიონი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია ომი, სამოქალაქო დაპირისპირება და ჩვენ ეს აღარასდროს უნდა დავუშვათ. ჩვენი დიდგორი წინ არის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, მაგრამ გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ არის აღმშენებლობა, აღმშენებლობა და კიდევ ერთხელ, აღმშენებლობა! ანუ ერთად დგომა.

მე ერთ რამეს გპირდებით, ჩვენ დღე და ღამე ვიშრომებთ იმისათვის, რომ ყოველდღიურად საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის წინსვლა საკუთარ თავზე იგრძნოს. ეს არის ხალხზე ზრუნვა და არა ის, როცა ტელევიზორიდან გვეკეკლუცება ხელისუფლება და რეალურად, არაფერს არ აკეთებს. მითხარით, აქ ვინც ხართ, თქვენი ცხოვრება ბოლო 8 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა რამით? არის რაიმე მიმართულება, სადაც თქვენ გრძნობთ, რომ ქვეყანაში უკეთესობაა? თუ არ არის, მაშინ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი, ჩვენ უნდა ვუთხრათ არა! უნდა ვუთხრათ, რომ ისინი ხელისუფლებაში არც ერთ შემთხვევაში აღარ გვინდა. მათზე შურისძიებას არავინ არ აპირებს, მაგრამ გვინდა, რომ აღმშენებლობის პროცესი დავიწყოთ.

მე, ჩემს გუნდთან ერთად, ქალბატონ თაკოსთან ერთად, ერთ რამეს გპირდებით, დღე და ღამე ვიშრომებთ იმისათვის, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. უამრავი პროექტი გვაქვს, ინვესტორები გვყავს, ვისი ქვეყანაში ჩამოყვანაც შეგვიძლია. გვინდა წარმოება განვავითაროთ, სოფლის მეურნეობა განვავითაროთ, ქალაქები შევქმნათ, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან, გვინდა განათლებას მივხედოთ, გვინდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხები გავაიაფოთ, გვინდა პენსიონერებს სესხები ჩამოვუწეროთ, წამლის ფასზე ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ და ღირებულება 30%-ით შევამციროთ, მაგრამ მთავარი რაც გვინდა, გამარჯვებული საქართველოა.

რეგიონის ლიდერი საქართველო გვინდა და სამეგრელოდან, ამ ამაყი კუთხიდან, მსურს მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ენერგეტიკა, რომელიც ჩვენ მოგვაქვს, არის მხოლოდ პოზიტიური. არ გვცალია იმისათვის, რომ ლანძღვა-გინებაში ჩავერთოთ. ჩვენ გვინდა საქმეზე ვისაუბროთ, ჩვენ გვინდა გაერთიანებაზე ვისაუბროთ, ერთად დგომაზე ვისაუბროთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა გადაგვარჩენს? ახალი, სამართლიანი არჩევნები და კოალიციური მთავრობა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საზოგადოებისა და პოლიტიკური...

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...