ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაგიორგი გახარიამ აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულ პირთა ოჯახებს...

გიორგი გახარიამ აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულ პირთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და თითოეული მათგანის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა მათგანმა თავგანწირვის უდიდესი მაგალითი აჩვენა, ისინი გმირები არიან და მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში მათი საფლავების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემდეგ, დღეს შესაძლებელი გახდა მათი პატივით დაკრძალვა.

პრემიერის შეფასებით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების საკითხზე, წლებია მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ამ საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად, რისთვისაც გიორგი გახარია აფხაზ ძმებს მადლობას უხდის.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს, საერთაშორისო პარტნიორებს და ყველას, ვინც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საქმეში თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...