პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ უმძიმეს ვითარებაში მაინც შეეშვით ფულის კეთებას და...

ამ უმძიმეს ვითარებაში მაინც შეეშვით ფულის კეთებას და ბიზნესის დასახმარებლად რეალური ნაბიჯები გადადგით! – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. მმართველი გუნდის ოპონენტი მოუწოდებს გიორგი გახარიას, რომ შეეშვას ზედაპირულ განცხადებებსა და ცრუ დაპირებებს და ამის ნაცვლად, ბიზნესის დასახმარებლად რეალური ქმედითი ნაბიჯები გადადგას:

„სამწუხაროდ, „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, კვლავ ნახევარნაბიჯებით და ცრუ საქმითაა დაკავებული.

საქართველოსთვის გამოყოფილია 5 მილიარდი, საიდანაც ქართულ ბიზნესს არაფერი არ მიუღია, გარდა ფუქსავატური, ზედაპირული განცხადებებისა. მაგალითად, გუშინ გახარიამ გვითხრა, რომ გადაავადებს მანქანების განბაჟების ვადას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვითხოვდით და ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

საქართველოში მთავარ პრობლემას წარმოადგენს სასესხო ვალდებულებები, რომლებიც აქვთ მანქანების რეექსპორტში ჩართულ პირებს, ტურისტულ სექტორს და ამ მიმართულებით „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია არაფერს არ აკეთებს.

მივმართავ პირადად გახარიას, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ბნელა?! – 45 მილიონი ლარი აჩუქეთ თქვენთან დაკავშირებულ კომპანიებს, ამაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭირვალობა“, „IDFI“, „BELLINGCAT“, ხალხს კი კაპიკები გადაუგდეთ.

მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო გადასახადის გადავადება ეყოფა იმ სექტორს, რომელიც საქართველოში 10 000-ბით ოჯახს არჩენდა? ტურისტული სექტორი მიაგდეთ და აღარაფერს აკეთებთ. თქვენ გგონიათ, ჩამონგრეული სასტუმროს ინფრასტრუქტურის აშენება, ასეთი მარტივი იქნება?

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ხართ დაკავებული ცრუ საქმით და ზედაპირული განცხადებებით!

გაიაზრეთ, რომ ქვეყანა უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას! შეეშვით ფულის კეთებას! პირდაპირ გეუბნებით, პირადად თქვენ, გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ გაძლევთ!

სესხზე პროცენტი აუცილებლად უნდა ჩამოიწეროს მთელი კრიზისის პერიოდში. საბანკო სექტორს ამის რესურსი აქვს. 130 მილიონი მოგება მხოლოდ ივნისში აჩვენეს მაშინ, როცა ყველა უმძიმეს ვითარებაში ვიმყოფებით.

მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს სპეც-პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადავადებასთან ერთად, ეს 1 მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც უნდა გავრცელდეს. მათ, ვინც მანქანების ყიდვის მიზნით, სპეციალური პროცედურის გავლით შემოდის საქართველოში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წინასწარი ტესტირებით ჩამოვიდნენ და მოხერხდეს იმ მანქანების გაყიდვა, რომლებიც საქართველოშია.

ტურისტულ სექტორში სრული სუბსიდირება უნდა მოხდეს იმ საპროცენტო ნაწილისა, რომლებსაც მათ ბანკები ახდევინებენ. ეს არის აუცილებელი, რათა ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან გამოვიდეს.

კიდევ ერთხელ, მივმართავ გახარიას, ნუ ხართ დაკავებული მხოლოდ ტელევიზიაში პრანჭვით და ცრუ საქმით! უმძიმეს ვითარებაშია ქართული ეკონომიკა. ახლა მაინც, ამ ურთულეს პერიოდში, შეეშვით ფულის კეთებას და ქართული ბიზნესის დასახმარებლად რეალური ნაბიჯები გადადგით,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...