spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩევანი მარტივია - აღმშენებლობა ან "დამსხვერეული ოცნებების" პარტია...

არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა ან “დამსხვერეული ოცნებების” პარტია – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“-ს გუნდმა ქუთაისში „დიდგორობა“ აღნიშნა და ამომრჩეველს 5 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილ მხარდაჭერებს გუნდის ძველმა და ახალმა წევრებმა მიმართეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თავის გამოსვლაში ქუთაისის, როგორც ისტორიულად გამორჩეული ქალაქის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა:

„დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება აღმშენებლობა, სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილი. ქალაქში, საიდანც ერთიანი საქართველოს იდეა დაიბადა. ქალაქში, რომელმაც საქართველოს განვითარების ფუნდამენტი შექმნა.

დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად შიმშილს ებრძვის. ახალგაზრდები ქვეყანაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ და სარჩოს საძიებლად საზღვარგარეთ მიდიან. ბოლო ათი წლის განმავლობაში 100000 შრომიუნარიანმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. პენსიონრები მაღალპროცენტიან სესხს იღებენ, ძვირადღირებული წამალები რომ იყიდონ. დევნილები ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს ვერ ეღირსნენ.

პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც ყველა გავღარიბდით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 45 მილიონი საკუთარ კომპანიებს აჩუქეს. ეს უსამართლობაა, რაც 31 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა ან “დამსხვერეული ოცნებების” პარტია,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...