spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისამი ახალი კოვიდ-19-ის კლასტერი საქართველოში ბოლო 72 საათში

სამი ახალი კოვიდ-19-ის კლასტერი საქართველოში ბოლო 72 საათში

საქართველოში ბოლო სამ დღეში კორონავირუსის სამი – “ლარსის”, “მესტიის” და “შსს”-ს კლასტერი გაჩნდა.

გუშინ საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია 11 ინფიცირებულ პოლიციელზე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. 11 თანამშრომლიდან – 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა – მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვლავ მძიმე საკარანტინო სანქციები მოქმედებს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ კლასტერიდან, რომელიც 10 აგვისტოს გაჩნდა, უკვე ინფიცირებულია 30 ადამიანი.

ყველა სოფლის შესასვლელს და გასასვლელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად აკონტროლებენ. მუნიციპალიტეტში მხოლოდ სააფთიაქო ქსელები, სუპერმარკეტები და ბანკები მუშაობს. ყველა მსურველი, რომელიც მესტიის დატოვებას გადაწყვეტს სავალდებულო 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები და საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორებს საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებოდნენ,” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მესამე კლასტერი კი ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს უკავშირდება საიდანაც ინფიცირებულია 5 ადამიანი, ამირან გამყრელიძის თქმით ახალ კლასტერში უკვე მიმდინარეობს ინიფიცრებულთა კონტაქტების მოძიება.

დღეს, ასევე ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა,” – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, ყაზბეგში ეპიდემიოლოგები უკვე იკვლევენ კონტაქტებს იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 12 დაკავშირებულია ე.წ. “მესტიის კლასტერთან”.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...