პარასკევი, აპრილი 26, 2024

“სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენს გვერდით” – პაატა იმნაძე

მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ შემთხვევაზე საუბრობს დაავადებათა ცენტრის დირექტორი და მოქალაქეებს წესებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, ამ ფაქტმა გამოკვეთა ის, რომ COVID-19 არსად წასულა და მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან წესები:

სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენს გვერდით და აი, შედეგიც სახეზე გვაქვს. გვაქვს შემთხვევები საკმაოდ მნიშვნელოვანი. სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში, ასე რომ, ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად წასულა და თუ წესებს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.

ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, მაქსიმალურად დაიცვან წესები. წესები რა თქმა უნდა, იქ გამკაცრდება, ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეებში.

დიდი ციფრია, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, იქ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და თუ თითოეული ჩვენგანი ყველგან, სადაც ვართ ქვეყანაში, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც.

მესტია, პრაქტიკულად, გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, შესვლა-გამოსვლის რეჟიმი მესტიაში გამკაცრდება, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია. მოგეხსენებათ, იქ უკვე მუშაობს ხუთი რაზმი და მეექვსე გზაშია. ასევე, ხვალიდან ერთი ამდენი კიდევ დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ უკვე, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში.

წარმოებს პირველი წყაროს კვლევა. ყველა იქ მყოფი ჯგუფი ატარებს PCR ტესტირებას. ჯერ გამოკვლევა მიმდინარეობს და ჩვენ ვერ ვიტყვით ვერაფერს, სანამ არ გვექნება დამაჯერებელი მონაცემები,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული