კვირა, მაისი 11, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკომპანია "ზეგი" უზრუნველყოფს პორნოგრაფიულ საიტს, თავად ვიყავი შესული...

კომპანია “ზეგი” უზრუნველყოფს პორნოგრაფიულ საიტს, თავად ვიყავი შესული და დავათვალიერე – ვახო სანაია

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია საქართველოს კანონმდებლობის ბუნდოვანებაზე საუბრობს და იურისტებს კომპანია ,,ზეგ“-ის პორნოგრაფიული საიტის უზრუნველყოფაში მონაწილეობის ლეგიტიმურობაზე უსვამს შეკითხვას. ვახო სანაია ეჭვებს გამოთქვამს კომპანიის არაინფორმირებულობაზე, რადგან მისი თქმით უნდა სცოდნოდათ რა სახის საიტს უწევდნენ პროგრამულ მომსახურეობას:

,,იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა.

რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ.

საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი?

მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული?

საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია ,,ზეგს” რაიმე პასუხისმგებლობა.

გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს. თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება ? მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს ?

უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში ?

მოკლედ, რადგან მეჩვენაბა, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების.

ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს.

აქვე განმარტების სახით:

კომპანია ,,ზეგი”: ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია ,,ტროპიკალ ემბისი”. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტის მისამართი (რომლის მისამართს აქ არ ვწერ ) დაკავშირებულია ,,ტროპიკალ ემბისისთან“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...