კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია კვლავ პროგრესირებს. ვირუსმა, რომელმაც დედამიწის 216 ქვეყანაში შეაღწია უკვე დააინფიცირა 19 მილიონამდე ადამიანი. სულ გარდაიცვალა 702,642 და გამოჯანმრთელდა 12,375,373 ადამიანი.

რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში იფიცირების 5,032,547 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 162,805 და გამოჯანმრთელდა 2,577,349 მოქალაქე.

კვლავ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია ლათინო ამერიკა და კონტინენტზე მდებარე ქვეყანა ბრაზილია. სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2,801,921 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 95,819 და გამოჯანმრთელდა 2,047,660 ადამიანი.

216 ქვეყანას შორის რეიტინგში მე-3 ადგილს ინდოეთი იკავებს. რამდენიმე თვიანი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ასევე ხელისუფლების მკაფიო და ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად ინდოეთმა ვერ შეძლო ვირუსის შეკავება. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1,964,536 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40,699 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 1,378,642.

მე-4 ადგილს მეზობელი რუსეთის ფედერაცია იკავებს. ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე არაოფიციალურად ვირუსით ინფიცირების 871,894 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 14,606 და გამოჯანმრთელდა 683,592 ადამიანი.

მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელმაც ინდოეთის მსგავსად მალე გადმოინაცვლა რეიტინგის სათავეში. რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 529,877 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 9,298 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1,213 შემთხვევაა დადასტურებული და გამოჯანმრთელებულია 994 ადამიანი, ვირუსს უკვე ემსხვერპლა 17 მოქალაქის სიცოცხლე.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...