კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციასაქართველოს საგარეო უწყება აგვისტოს ომიდან მე-12 წელს განცხადებას...

საქართველოს საგარეო უწყება აგვისტოს ომიდან მე-12 წელს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეზობელ რუსეთის ფედერაციას, ოკუპაციიდან მე-12 წელს შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია და დაიწყოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეთანხმებების შესრულება.

უწყების შეფასებით, ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და სერიოზული საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას:

12 წელი სრულდება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მეტიც, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ. შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები.

მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. შეშფოთებას იწვევს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა. მეტიც, გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების ფონზე საოკუპაციო ძალები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლის – ზაზა გახელაძის დაჭრასაც არ მოერიდნენ, რომელიც დღემდე მათ უკანონო პატიმრობაში რჩება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად. დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს. ამ ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზების შეუზღუდავ წვდომას და უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმწვავესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გააზრებული არჩევანია მშვიდობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება. საქართველო განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მის ხელთ არსებული დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დეოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრას. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევის ნათელი მაგალითია ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევის მხარდაჭერისთვის და დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს,” – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

“თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუავამ მეუღლის, კოტე იოსელიანის...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...