spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"გთხოვთ, შეუცვალოთ აღკვეთი ღონისძიება ექიმებს, საქმის სრულყოფილად გამოძიებამდე"...

“გთხოვთ, შეუცვალოთ აღკვეთი ღონისძიება ექიმებს, საქმის სრულყოფილად გამოძიებამდე” – ზურაბ ხაბეიშვილი

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების დაკავებას ეხმაურება. ექიმი ზურაბ ხაბეიშვილი შესაბამის ორგანოებს სთხოვს საქმეში უცხოელი ექსპერტებიც ჩართონ და გაარკვიონ აღნიშნული შემთხვევა სამედიცინო შეცდომა იყო თუ პროფესიული გულგრილობით ჩადენილი დანაშაული:

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება გამოხატავს შეშფოთებას და დიდ ინტერესს გახმაურებული სამედიცინო შემთხვევის, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების ვახტანგ ყიფიანისა და გიორგი ლობჟანიძის დაკავების გამო.

მივმართავთ შესაბამის ორგანოებს თხოვნით სკურპულოზურად იქნეს შესწავლილი სამედიცინო ჩარევის ფაქტი, რომელსაც საუბედუროდ სავალალო შედეგი მოჰყვა. გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში უცხოელი მიუკერძოებელი ექსპერტების ჩართულობას, რათა დადგინდეს საქმე გვაქვს სამედიცინო შეცდომასთან, თუ დანაშაულთან. რამეთუ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ყოველწლიურად იღუპება 250 ათასი ადამიანი, რუსეთში კი 70 ათასი პაციენტი დადასტურებული სამედიცინო შეცდომით. ანუ ტექნიკისა და მეცნიერების განვითარების თანამედროვე მიღწევების მიუხედავად, სამედიცინო შეცდომისგან თავის სრულად არიდება შეუძლებელი იქნება მომავალშიც რაც არ წარმოადგენს ექიმის უპირობო თავისუფლების აღკვეთის მიზეზს, თუ საქმე არ გვაქვს პროფესიულ გულგრილობასთან ან განზრახ ბოროტ ქმედებასთან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამედიცინო ჩარევა არ მოითხოვდა ჩვენი მოძიებული ინფორმაციით ორთოპედ-ტრავმატოლოგის ლიცენზიას და შეესაბამებოდა ოპერატორის კვალიფიკაციას. გთხოვთ შეუცვალოთ აღკვეთი ღონისძიება ექიმებს, საქმის სრულყოფილად გამოძიებამდე,“ – წერს ზურაბ ხაბეიშვილი.

ინფორმაციისთვის, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორსა და ორ ექიმს ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თაღლითობა და უკანონო საექიმო საქმიანობა, რასაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა. კერძოდ, 25 წლის გოგონა ორი ოპერაციის გადატანის შემდეგ, უკვე მეორე წელია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. პაციენტის ადვოკატის თქმით, ექიმებს შესაბამისი საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია არ ჰქონიათ.

კლინიკაში, სადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ექიმები მუშაობდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ ბრალდება აბსურდული და გამოგონილია.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...