ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგაეროს საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს დეოკუპაციის აუცილებლობა მკაფიოდ...

გაეროს საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს დეოკუპაციის აუცილებლობა მკაფიოდ დაფიქსირდა – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, დღეს გამართულ სხდომაზე დეოკუპაციის საკითხსაც შეეხო. ქვეყნის პირველმა პირმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს, ახალი თანამდებობის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მისი მოვალეობაა, მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და შერიგების გზით, ქვეყნის მთლიანობის აღდგენა:

საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა და გვესმის, რომ ეს პროცესი გადის შერიგებაზე, შრომაზე და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე.

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, საქართველოს მდგომარეობა განიხილეს. საკითხი, 12 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ეხებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაფიქსირდა.

მსურს, ჩვენს სტრატეგიულ და ევროპელ პარტნიორებს: აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიასა და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ჩვენ დეოკუპაციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

დღეს ჩვენს გუნდს შეემატა ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი, შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფოს ახალი მინისტრი. მინდა მივულოცო მას ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა.

ამ სამინისტროს ფუნქცია და მოვალეობა, ყველაზე დიდი მისია ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება გახლავთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...