spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამსხვრეული ოცნებების" პარტია სერიოზულ საფრთხედ იქცა ეროვნული ინტერესებისთვის...

“დამსხვრეული ოცნებების” პარტია სერიოზულ საფრთხედ იქცა ეროვნული ინტერესებისთვის – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესი მოითხოვს გამოძიებას კანონის უზენაესობისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას და შესაძლოა სანქციების მიზეზი გახდეს. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით დამსხვრეული ოცნებების პარტიამ დაკარგა ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერის ამერიკის შეერთებული შტატების ნდობა:

აშშ-მა “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობას წითელი ბარათი აჩვენა.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ამაყობდა აშშ-სთან ახლო მოკავშირეობით – თუმცა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ დაკარგა ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერის ნდობა. აშშ-ის კონგრესი მოითხოვს გამოძიებას კანონის უზენაესობისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას და შესაძლოა სანქციების მიზეზი გახდეს.

საქართველოს დასავლური კურსი დიდ საფრთხეშია, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციები და ათი ათასობით სამუშაო ადგილი. ქვეყნის გაღარიბების შემდეგ, ამ მთავრობამ კიდევ ერთი ქართული ოცნება დაამსხვრია: დასავლური სამყაროს ღირსეული წევრობა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ქვეყნის დაღმასვლა და ვაჩვენოთ აშშ-სა და ევროპას, რომ ჩვენ, მოქალაქეები მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალზე, რომლითაც ვიამაყებთ და არ დავჯერდებით დამსხვრეულ ოცნებებს.

“დამსხვრეული ოცნებების” პარტია სერიოზულ საფრთხედ იქცა ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე და ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...