spot_img
მთავარიაქტუალური თემებისასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება -...

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი წარმატებებს უსურვებს აბიტურიენტებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზების პროცესში. მინისტრი აანონსებს, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება:

მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ წარმატებით დასრულდა ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები. ეს გამოცდები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით.

ჩვენმა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარებულიყო სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გამოცდების დროს მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდების დროს მოხდა უპრეცენდენტო რამ: ჩვენ ჩავატარეთ გამოცდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა კოვიდ-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი და ეს გამოცდაც წარმატებით დასრულდა. ზოგადად პროცესმა წარმატებით ჩაიარა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა უწყებას, რომელიც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზებაში. როგორც იცით, შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო.

ასევე მინდა გავაკეთო მნიშვნელოვანი განცხადება: დღევანდელი ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი სკოლებში, საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. ასევე უნივერსიტეტებში სასწავლო წელი აუდიტორიებში დაიწყება,“ – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...