ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის კერა ოჯახში ეძებეთ - ირაკლი...

თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის კერა ოჯახში ეძებეთ – ირაკლი ზაქარეიშვილი

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის თაობაზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და მომხდარში გარდაცვლილის ოჯახს ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, გოგონა ოჯახში ზეწოლის მსხვერპლი იყო, ხოლო ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მიმართ, შემაკავებელი ორდერი ორჯერაა გამოწერილი:

ხელისუფლებავ – რა დაგემართათ თქვე კაი ხალხო, რამ დაგაბეჩავათ ისე, რომ ყველა მხრიდან გიბაგუნებენ და ხმა ვეღარ ამოგიღიათ?!..

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (სხეულის მსუბუქი დაზიანება) და 126-ე 1 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) სხვადასხვა დროს გამოძიებები რომ არის დაწყებული და ოჯახში “სტოლსაფრის” ქვეშ შემაკავებელი ორდერი რომ უდევს – რატომ არ ეუბნებით ხალხს ამის შესახებ?!

საწყალ გოგოს 7000 ₾არი რომ ჰქონდა ხელფასი და მშობლები გამუდმებით “აკაჩავებდნენ” – რატომ არ გინდათ საზოგადოებას გააგებინოთ?!

რატომ არ აქვეყნებთ იმ წერილს, რომელიც გარდაცვლილს უპოვეს და რომელშიც მშობლებს წერს, რომ ფული მაქვს, მიდით და გამოიტანეთო?! დაასკანერეთ და დადეთ წერილი, რატომ არ აკეთებთ ამას?!

რომ გაიძახიან – “მეზობლების დაკითხვა არაფრის მომცემიაო” – გამოჰკითხეთ მეზობლები და კარგად მოუსმინრეთ რეებსაც მოგიყვებიან!..

რამ შეგაშინათ, რამ დაგასაწყლათ ისე, რომ სიმართლის თქმასაც ვეღარ ახერხებთ?! მაინცდამაინც მე უნდა ვთქვა ყველაფერი?!

თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის კერა ოჯახში ეძებეთ, ძალიან კი ცდილობენ ნაცების დახმარებით ისრების გადატანას და კვალის დაფარვას!..

გარდაცვლილის ფეისბუქიც ოჯახმა და ნაცებმა გააქრეს!..

ეს ქალბატონი დედა რომ ბრძანებს ექიმი ვარო – “ფიცი მწამს, მეტყველება მაკვირვებს” – ერთი აკადემიური ტექსტი არ მომისმენია მისგან!.. ნუთუ დედაქალაქში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლება არ იძლევა ამის საშუალებას?!“, – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა” –...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან სანიკიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს, იაგო ხვიჩიას ამომრჩეველზე გაუნათლებელი და უთავმოყვარეო ქართველი არ არსებობს”...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...