spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპირობას ვდებთ, ხელს შევუწყობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და...

პირობას ვდებთ, ხელს შევუწყობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ონკოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად დაფინანსდება – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე გურამ ხარაზანაშვილის კლინიკა „MMT“-ს ეწვია. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი მკურნალობის უახლეს მეთოდებს გაეცნო და ამომრჩეველს დაპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ონკოლოგიური დიაგნოსტიკა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება:

დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და საქართველოში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა.

ჩვენმა გუნდმა ჩამოაყალიბა ონკოლოგიის მართვის სტრატეგია. როგორც კი ჩვენ არჩევნებით ხელისუფლებას შევცვლით, ონკოლოგია სრულად დაფინანსდება, პრევენციული გამოკვლევებიდან დაწყებული, უმაღლესი სტანდარტის დიაგნოსტიკით გაგრძელებული, მკურნალობითა და რეაბილიტაციით დამთავრებული.

წამლები აუცილებლად, 30%-ით უნდა გაიაფდეს. ამ მხრივ, გვსურს, დავნეგროთ ევროპული სტანდარტი, რადგან საშუალოდ წამლებიდან მოგება 102%-ს წარმოადგენს, როცა ნორმალურ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი,საშუალოდ, არის 20%.

თანხა, რომელიც გამოთავისუფლდება, შეიძლება, მოხმარდეს იმას, რაც ხალხს სჭირდება, რომ საჭირო პრეპარატების შესაძენად, პენსიონერებს სესხის აღება აღარ უწევდეთ. გპირდებით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

მიზანი უნდა იყოს: სიახლეები, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ხელმისაწვდომობა. ამაზე ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს კონცენტრირებული.

ბატონ გურამ ხარაზანაშვილმა ეს ყველაფერი შეძლო და ყავს ახალგაზრდების გუნდი, რაც ყველაზე მეტად მომწონს. ასეთი რამ სახელმწიფოსთვის უნდა იყოს პრიორიტეტული.

წარმოიდგინეთ, ეს მომსახურება საქართველოშია. ეს არ არის არც გერმანია, არც – თურქეთი, არც – ამერიკა, სადაც პაციენტებს ხშირად უწევთ წასვლა. ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც ანალოგი არ აქვს რეგიონში, მაგრამ ხალხისთვის ეს არ არის ხელმისაწვდომი.

ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ხელს შევუწყობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ეს სრულად დაფინანსდება.

ჩვენი სტრატეგია შედგება 4 კომპონენტისგან:

  • პრევენცია
  • ადრეული დიაგნოსტიკა
  • მკურნალობა
  • რეაბილიტაცია

ისეთ ადამიანს, როგორიც არის გურამ ხარაზანაშვილი, უნდა ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა, მით უმეტეს, მას ჰყავს ასეთი ახალგაზრდული გუნდი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გურამ ხარაზანაშვილმა მადლობა გადაუხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს აღნიშნული საკითხით დაინტერესების გამო, რადგან ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული, საზოგადოებისთვის კი ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

ჩვენ მადლობელი ვართ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში ონკოლოგიუერი დაავადებები ხშირად იყო განხილვის თემა. მიგვაჩნია, რომ ონკოლოგია არის მიმართულება რომელიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების შეძერნასა და დანერგვაში,“ – თქვა გურამ ხარაზანაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...