ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამსხვრეული ოცნებების" პარტიამ "ლიბერთი ბანკს" მისცა შესაძლებლობა ექსკლუზიურად...

“დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ “ლიბერთი ბანკს” მისცა შესაძლებლობა ექსკლუზიურად და მონოპოლიურად გაძარცვოს ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ,,ლიბერთი ბანკის“ ოფისთან საგანგებო მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული თითოეული ბანკი, იძულებითი სესხებისა და შემდეგ დაკისრებული რეკორდული პროცენტის მაჩვენებლით, გაღარიბებული ადამიანების ხარჯზე, ,,ზე“-მოგების მიღებას ცდილობს. მისივე თქმით, ის ხელს აწერს პეტიციას და ყველას ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს, ვინც დაჩაგრულად გრძნობს თავს, რომ ,,დამსხვრეული ოცნებების“ პარტია მათ ხარჯზე გამდიდრდა. მისივე დაპირებით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე საქართველოში არსებული ყველაზე გაჭირვებული ფენის – პენსიონერებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სესხები ჩამოიწერება:

,,დღეს, საქართველოში ნომერ პირველი პრობლემაა უსამართლოდ მაღალი პროცენტები სესხებზე. საბანკო მონოპოლიებმა, ხალხის ძარცვის ხარჯზე აჩვენეს ძალიან დიდი მოგება. 2020 წლის ივნისში, როცა ქვეყანაში ყველას გაუჭირდა, ახალი კორონავირუსის გამო, ბანკების მოგებამ 133 მილიონ ლარს მიაღწია, როცა გასულ წელს იგივე პერიოდში მხოლოდ 30 მილიონი ლარი იყო მათი მოგება.

82 წლის პენსიონერ თამარს 36%-ში მისცა ,,ლიბერთი ბანკმა“ იძულებითი სესხი. მას მხოლოდ უნდოდა ერთი თვის პენსია, თუმცა იძულებით ააღებინეს 800 ლარის ოდენობის სესხი, რომლის დასაფარად ყოველთვიურად 36%-ის გადახდა უწევს. ჩვენ უკან არის ,,ლიბერთი ბანკის“ ოფისი, რომელსაც ,,დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მისცა შესაძლებლობა ექსკლუზიურად და მონოპოლიურად გაძარცვოს ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში, ესენი არიან პენსიონერები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც იძულებით ააღებინა ბანკმა სესხი, სჭირდებოდათ 200 ლარი და ააღებინეს 800 ლარი, ამიტომ მე პირობას ვდებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, რომ დეკემბერში ყველა პენსიონერის და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პროცენტი ჩამოიწერება.

ასევე მძიმე ვითარებაშია ქართული ბიზნესი, რომლის განვითარება შეუძლებელია, როდესაც იღებს 15 %-იან სესხს. ქართული ბანკები მსოფლიოში რეკორდულ, ,,ზე”-მოგებას იღებენ, 25%-ს საკუთარ კაპიტალთან შედარებით, მაშინ როცა 7-8% არის სხვა ქვეყნებში. ამიტომ მეორე მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და შევასრულებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, არის პირველი იანვრიდან მინიმუმ განახევრებული სესხის პროცენტი, რომელიც შეეხება აბსოლუტურად ყველა სესხს, რაც საქართველოშია. არ შეიძლება მდიდრდებოდეს მხოლოდ ბანკები და ღარიბდებოდეს ბიზნესი. მე ხელს ვაწერ შესაბამის პეტიციას და ჩვენ ვიწყებთ ხელმომწერების შეგროვებას. ვინც ფიქრობთ, რომ თქვენ ხარჯზე, საქართველოში საბანკო სექტორით ბიძინა ივანიშვილი და ,,დამსხვრეული ოცნებების“ პარტია მდიდრდება ყველამ მოაწერეთ ხელი. ასეთი უსამართლობა, რაც ხდება საქართველოში, არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ამიტომ, როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვიქნებით ხალხის სამსახურში და არა ბანკების სამსახურში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და ემუქრებოდნენ ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით” –...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საგანგებო განცხადებას აკეთებს...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...