spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაგანათლების მინისტრის მოადგილის საქმიანი ვიზიტი ჟვანიას სკოლაში

განათლების მინისტრის მოადგილის საქმიანი ვიზიტი ჟვანიას სკოლაში

ქუთაისის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ესტუმრა. ნუნუ მიცკევიჩი დაწესებულების დირექტორსა და თანამშრომლებს შეხვდა, სადაც სკოლაში მიმდინარე სამუშაო პროცესები, სასწავლო პროგრამები და წარმატებული პროექტები განიხილეს. განათლების მინისტრის მოადგილემ დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჟვანის სკოლამ პანდემით გამოწვეულ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა, რისთვისაც მან ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა:

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანას პანდემიასთან დაკავშირებული რთული პერიოდი ჰქონდა წლის პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემას მოუწია სრულად გადაწყობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. სწორედ ამ გამოწვევის დროს სკოლამ მოახერხა, განევითარებინა სწავლა-სწავლების ელექტრონული პლატფორმა, სკოლის სასწავლო პერსონალს აეთვისებინა ყველა საჭირო ტექნოლოგია. ამ პროცესში გადამზადდა როგორც ტრენერთა კორპუსი, ასევე ყველა ბენეფიციარი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არსებულ შედეგებზე. ვიზიტის ფარგლებში გავეცანი სკოლის ინფრასტრუქტურას და, შემიძლია განვაცხადო, რომ ჟვანიას სკოლა სრულად მზადაა, როგორც დისტანციური სწავლების გაგრძელებისთვის, ასევე, აუდიტორიული მეცადინეობებისთვისაც,“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ინფორმაციისთვის, გლობალური პანდემიის გამოცხადებისთანავე, ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამისა და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში სრულად გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამ პერიოდში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით ისარგებლა 900-მდე ბენეფიციარმა, ხოლო საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 100-მდე საჯარო მოხელე. გარდა ამისა, ჟვანიას სკოლა, ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების მიზნით, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად უახლოეს მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...