შაბათი, აგვისტო 2, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ...

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ ძალად შევაფასო, მის არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, სააგენტო ,,პარალელთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ვაშაძის მისამართით გაჟღერებული ნეგატიური პოზიციები შეაფასა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. მისივე თქმით, ის შორს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებისგან, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბნელ ძალაში გადაინაცვლა და დაამატა, რომ ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლაიტმოტივი, არის აგრესია მათ მიმართ, ვინც მათ რიგებში არ დგას:

,,რიტორიკა, როგორც ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის და თან ვინც ლაპარაკობს საკუთარ თავს ყოველთვის ნათელ ძალად წარმოადგენს და ვინც არ მოსწონს იმას ბნელ ძალად, სამწუხარო ცნობილი მანკიერი ფაქტია, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ ძალად შევაფასო, ეს მისი არჩევანია და ყველამ პატივი უნდა სცეს იყოს იქ, სადაც მას სურვილი აქვს, დანარჩენს უკვე პროცესი აჩვენებს.

,,ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ზრდის პოტენციალი და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ყოველთვის. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მარტივი პრინციპით მოქმედებენ: ,,ვინც ჩემთან არ არის ის ჩემი მტერია“, ვინც მათ ორბიტაზე არ არის და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა, ორივე მათგანი საქართველოს მტრად აცხადებს. ისინი ძალიან გვანან ამით ერთმანეთს.

მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არ არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, მისი ამოცანაა, რომ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში და თვითონ ჰქონდეთ აბსოლუტური ძალაუფლება, წაართვან ,,ქართულ ოცნებას“ მმართველობა და თვითონ გადმოიბარონ. ეს არ არის სახელმწიფოებრივი ამოცანა, სახელმწიფოებრივი ამოცანაა, რომ მულტიპარტიული დემოკრატია დამკვიდრდეს და არა ის, რომ ერთი ავტორიტარი მეორე ავტორიტარით შეიცვალოს, თუმცა მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, მათ მმართველობა შეუძლიათ მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში და თუ ვინმე მათი ორბიტიდან გადის მათი ფილოსოფიით ის ავტომატურად მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადადის, რაც არის მანკიერი აზროვნების შედეგი,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესაძლო...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...