ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე იქნება იდეალური პრემიერი, ალტერნატივა არ არსებობს!...

გიორგი ვაშაძე იქნება იდეალური პრემიერი, ალტერნატივა არ არსებობს! – გივი ჩიქოვანი

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი, გივი ჩიქოვანი გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატურას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ დღეს საქართველოში სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გიორგი ვაშაძე არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც პოზიტიურ ენერგიას ასხივებს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე აქტიური ადამიანია:

მთელი სამყარო შედგება ენერგიისგან. ადამიანები არიან ენერგეტიკული ქმნილებები. დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ასხივებს ამ პოზიტიურ ენერგიას, გარდა გიორგი ვაშაძისა.

ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც ნაწყენია გიორგიზე, რომელიც ცუდს ამბობს. ასეთი ადამიანები, თანამშრომლობის ათწლეულის განმავლობაში, მე არასდროს შემხვედრია.

გიორგი ვაშაძე იქნება იდეალური პრემიერი. ალტერნატივა არ არსებობს!

ამდენი გულანთებული ადამიანის ერთად ხილვა, მით უმეტეს, ამ ბუნებრივი კატაკლიზმის ჟამს, მოასწავებს იმის სიახლოვეს, რაც არის მარადიული – ეს არის ცვლილება. ცვლილება გარდაუვალია.

სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის გაგება, დღევანდელ ქართულ ცივილიზაციაში, ქართულ კულტურულ- ისტორიულ კონტექსტში, არის გარანტია იმისა, რომ ცვლილება მოხდება ხალხისთვის, ხალხისგან და ამ კულტურის მიტაცებას ვერავინ შეძლებს.

მსურს, პირველ რიგში, მოგილოცოთ ყველას ახალი პოლიტიკური პლატფორმის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დაფუძნება და 2020 წლის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება.

ვულოცავ ამ მოძრაობის ლიდერს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეისათვის ყველაზე აქტიურ ადამიანს, რომელსაც განვითარებული ნიჭის წყალობით, რეალობასთან ადაპტაცია უსწრაფესად შეუძლია. ვულოცავ საერთო ოპოზიციურ საზოგადოებას ამ ფლაგმანის საარჩევნო კანდიდატად წარდგინებას.

გიორგი ვაშაძე არის ახალი თაობის ლიდერი, რომელთანაც მაკავშირებს თანამშრომლობის ათწლეული. ჩვენ ერთად დაგვიარსებია ტრანსნაციონალური ორგანიზაციები ბლოკჩეინისა და ცენტრალიზებული სისტემების სფეროში.

საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი, რომელიც ჩიკაგოში 2017 წელს დავაარსეთ და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, წარმოდგენილია წევრი ორგანიზაციებით, რომელთა ემისირებული კრიპტოვალუტების საბაზრო კვიტალიზაცია, საშუალოდ, 30 მილიარდ დოლარს აღემატება.

გიორგი ვაშაძესთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები მომივლია. მრავალ შტატში საპილოტე პროგრამები სახელმწიფოს სერვისების ოპტიმიზაციის კუთხით გაგვიშვია. ასამდე სენატორსა თუ კონგრესმენს, სხვადასხვა შტატისა თუ ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენელს, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მაღალტექნოლოგიური კომპანიის მმართველებს შევხვედრილვართ და თითოეული მათგანი გიორგის თანამედროვე იდეებთან ორგანულად სინქრონში იყო.

გიორგი ვაშაძის გამარჯვება – ნიშნავს საქართველოს გასაღებს, უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიების კვლევა და ძიება გაგრძელდეს და რაც ყველაზე მთავარია, მათი დანერგვა სახელმწიფო სერვისებსა და ყოველდღიურობაში მოხდეს.

ქართული პოლიტიკისთვის ნამდვილად იშვიათია ადამიანი, რომელსაც ციფრული საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში, ასეთი ფართო გამოცდილება აქვს. სრულიად არაფერს ვამბობ მის გამოცდილებაზე საჯარო მმართველობის სფეროში.

სამყაროს აქვს თავისი კანონები და მათ წინ ვერაფერი აღუდგება.წინ ვერაფერი აღუდგება სულიერ სიმაღლესა და ინტელექტუალურ სიღრმეს, სტრატეგიულ ანალიზსა და აღმშენებლობის იდეას, რომელსაც დღეს თითოეული თქვენგანის გულში ვხედავ.

უფალი გფარავდეთ!

მომავალი გეკუთვნით თქვენ!

გამარჯვება არის თქვენი!,“ – აცხადებს გივი ჩიქოვანი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს, იაგო ხვიჩიას ამომრჩეველზე გაუნათლებელი და უთავმოყვარეო ქართველი არ არსებობს”...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“მე წამართვეს ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ შეეხება ჩემს შინაგან თავისუფლებას და ჩემს...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...