შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები30 ივლისიდან, სატრანსპორტო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირი 3...

30 ივლისიდან, სატრანსპორტო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირი 3 ღამის განმავლობაში იკეტება – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სატრანსპორტო სამუშაოები მალე დასრულდება და 30 ივლისიდან, 3 ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტება და მძღოლები სატესტო რეჟიმში იმოძრავებენ, თბილისის მერია კი მათ ყველანაირ დახმარებას გაუწევს:

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, უნდა ვთქვათ, რომ იმის გაგრძელება, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, არის შეუძლებელი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ხედვა წარვუდგინეთ, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაჩვენეთ, რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ.

მოგეხსენებათ, რომ სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალა, ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

30 ივლისიდან 3 ღამის განმავლობაში, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე, ვარაზისხევიდან წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩებამდე, ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტება, რათა ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო რეჟიმში მოძრაობა დაიწყოს და მძღოლებმა ეს მონაკვეთი გაიარონ.

პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, დახაზვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა უკვე ახალი სქემით დაიწყება. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ადაპტაციის პერიოდი. ამ მიმართულებით მძღოლებს ყველანაირად დავეხმარებით.

მსურს განვმარტო, რომ ჩვენ ამ პროექტის განმავლობაში არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირი. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ეს არის ერთი დიდი კლასტერი და როდესაც ხდებოდა სქემების დამუშავება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადანაწილება, ყველაფერი გავთვალეთ ისე, რომ გადაადგილება მომხდარიყო უპრობლემოდ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...