ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტრადიციული სუვენირების სახელოსნო "ედენა" და ეთნოტურისტული მაღაზია -...

ტრადიციული სუვენირების სახელოსნო “ედენა” და ეთნოტურისტული მაღაზია – სიახლე რაჭაში

რაჭაში, სახელოსნო „ედენა“-ს დამფუძნებელმა ეთნომაღაზია გახსნა. როგორც ლილიანა მაისურაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სახელოსნო „ედენა“ და ეთნომაღაზია გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. კოვიდ პანდემიამ ყველა მცირე ბიზნესის მსგავსად რაჭული სოციალური საწარმოს გეგმებიც შეცვალა, თუმცა „ედენა“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ დასახული მიზნის მიღწევა მაინც შეძლო:

საკმაოდ დიდი გრატი მოვიგეთ, რის ფარგლებშიც დაგვიფინანსეს სახელოსნოს მოწყობა. ასევე, ტურისტული მაღაზიის გახსნაც. სახელოსნო თითქმის სამი თვეა მუშაობს და 80-მდე ბენეფიციარია ჩართული ჩვენს პროექტში. ხოლო ეთნომაღაზია კი დღეს გავხსენით და ტურისტულ სეზონის გააქტიურებასთან ერთად კარგი მოლოდინი გვაქვს, ონლაინ გაყიდვებსაც ვგეგმავთ.

პანდემიის გამო ბენეფიციარებისათვის დაგეგმილი ტრენინგები რამდენიმე თვით გადაგვედო. სამაგიეროდ, გახსნის შემდეგ გაორმაგებული ძალით დავიწყეთ მასალასთან მუშაობა. რაც მთავარია, პანდემიის პერიოდში მშენებლობა არ გაგვიჩერებია. მაღაზიის მშენებლობა დავასრულეთ და სახელონოც გავარემონტეთ,“ – აღნიშნავს ლილიანა მაისურაძე.

შეგახსენებთ, მრავალპროფილური რაჭული სუვენირების სახელოსნო „ედენა“ და ეთნოტურისტული მაღაზია მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. სამი თვის წინ დაარსებულ სახელოსნოში „ედენა“, 80 ბენეფიციარი გადამზადების კურსს გადის, 20-მდე ქალი კი საწარმოში მუშაობს. პროექტის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა პერიოდულად იგეგმება.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...