პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები„დამსხვრეული ოცნებების“ პარტია ებრძვის ყველა ინვესტიციას, რომელიც მას...

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტია ებრძვის ყველა ინვესტიციას, რომელიც მას ქრთამს არ აძლევს, რომელიც არის დასავლური, რომელიც არის დამოუკიდებელი – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ნავთობმომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის მცდელობის შესახებ და აღნიშნა, რომ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია ერთს აცხადებს, მეორეს კი – აკეთებს და ებრძვის იმ ინვესტიციებს, რომლებსაც რეალურად შეუძლია ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა:

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტია ერთს ამბობს, მეორეს – აკეთებს. ფრონტერას შემთხვევაშიც, ეს დასტურდება. ერთი თქვეს, მაგრამ მეორე ხელით ებრძვიან ინვესტიციებს, რომლებმაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნან. სწორედ ამიტომაა, რომ კორონავირუსამდე, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 45 000-ით შემცირდა.

ისინი ებრძვიან ყველა ინვესტიციას, რომელიც მათ ქრთამს არ აძლევს, რომელიც არის დასავლური, რომელიც არის დამოუკიდებელი.

რას უნდა ველოდეთ ამ მატყუარა, „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მხრიდან? რა თქმა უნდა, მხოლოდ ტყუილს!

ტყუილი თქვეს პომპეოსთან დაკავშირებით, ტყუილი უთხრეს ფრონტერას საჯარო განცხადების დროს. ამ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ეს დასრულდება 31 ოქტომბერს, როდესაც საზოგადოება მარტივ არჩევანს გააკეთებს: აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია თავისი ტყუილებით,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 24 ივლისს გამოეხმაურა „ფრონტერას” საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, უაღრესად მნიშვნელოვანია და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ:

„ფრონტერასთან” მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, რის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ აქტივის 99% დაიბრუნა. ერთ პროცენტზე, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეგვეძლო დაბრუნების პროცესის დაწყება, საქართველომ უარი თქვა და მარტივად აგიხსნით, რატომ – იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო უაღრესად მნიშვნელოვანია და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ.

კიდევ ერთი საკითხი – რა თქმა უნდა, იქ არიან დასაქმებულნი ქართველი ადამიანები და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, კომპანია „ფრონტერა“ ავრცელებს წერილს, რომელშიც ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, რომ შეწყვიტონ ეს მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა. ნაცვლად ამისა, აუცილებელია გულწრფელი დიალოგი საზოგადოებასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებთან. კომპანიასთან უშუალოდ უნდა იმუშაონ, რათა ხელი შეუწყონ პარტნიორობის განვითარებას. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არ ყოფილა,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...